ფეხბურთი

10:28 | 4.07.2022 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: სოლომონ კვირკველია "ნეფთჩის" ფეხბურთელია

საქართველოს ნაკრების მცველი სოლომონ კვირკველია კარიერას ბაქოს „ნეფთჩიში“ გააგრძელებს. ინფორმაცია აზერბაიჯანული გუნდის ვებგვერდმა ოფიციალურად დაადასტურა.

30 წლის ფეხბურთელმა სამედიცინო შემოწმებაც გაიარა, რის შემდგომაც 2-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. ის "ნეფთჩის" რიგებში 4-ნომრიანი მაისურით ითამაშებს. ქართველი მცველით ბუქარესტის "სტიაუაც" ინტერესდებოდა, მაგრამ მხარეები საბოლოოდ, როგორც ჩანს, ვერ შეთანხდნენ.

კვირკველია ბოლოს „გაგრაში“ თამაშობდა, რომელიც ერთი კვირის წინ დატოვა, შესაბამისად თავისუფალი აგენტია. ქართველ მცველს სხვადასხვა დროს ყაზანის „რუბინში“, „ნეფტეხიმიკში“, მოსკოვის „ლოკომოტივში“, „როტორსა“ და „მეტალისტ 1925“-ში აქვს ნათამაშები.

საქართველოს ნაკრებში სოლომონ კვირკველიას ანგარიშზე 46 თამაშია. „ნეფთჩი“ გასულ სეზონში აზერბაიჯანის ვიცე-ჩემპიონი გახდა და კონფერენს ლიგაზე ითამაშებს, სადაც მეორე საკვალიფიკაციო ეტაპიდან ჩაერთვება და მისი მეტოქე კვიპროსული „არისი“ იქნება.

0.132833