ფეხბურთი

21:37 | 3.07.2022 | ნანახია [] - ჯერ

ვიდალი ბრაზილიურ კლუბში გადადის

მილანის „ინტერის“ ნახევარმცველი არტურო ვიდალი ახლოსაა „ფლამენგოში“ გადასვლასთან. ინფორმაციას ცნობილი ინსაიდერი ფაბრიციო რომანო ავრცელებს.

წყაროს თანახმად, მხარეებს შორის მოლაპარაკებები მაისში დაიწყო და ახლა ფინალურ ეტაპზეა. ვიდალი ბრაზილიურ კლუბთან 18-თვიან კონტრაქტს გააფორმებს.

გასულ სეზონში ვიდალმა 40 მატჩი ჩაატარა, 2 გოლი გაიტანა და 4 საგოლე პასი გააკეთა. მას „ინტერთან“ კონტრაქტი 2023 წლამდე აკავშირებს.

არტურო ვიდალს „ლევერკუზენში“, „იუვენტუსში“, „ბაიერნსა“ და „ბარსელონაში“ აქვს ნათამაშები.

0.11526