„ბარსელონას“ თავდამსხმელი ლუუკ დე იონგი პსვ ეინდჰოვენში დაბრუნდა. ნიდერლანდურ კლუბთან მან კონტრაქტი 2025 წლის ზაფხულამდე გააფორმა.
დე იონგმა გასულ სეზონში „ბარსელონაში“ ითამაშა და 29 შეხვედრაში 7 გოლის გატანა მოახერხა, თუმცა ესპანური კლუბის ხელმძღვანელობისთვის ეს საკმარისი არ გამოდგა, რომ ის შეენარჩუნებინათ.
დე იონგი პსვ-ს კარგად იცნობს, სადაც 2014-2019 წლებში თამაშობდა და 204 მატჩში 112 გოლი გაიტანა. 31 წლის ფორვარდს სხვადასხვა დროს „გრააფსხაპის“, „ტვენტეს“, „გლადბახის“, „ნიუკასლისა“ და „სევილიას“ რიგებშიც უთამაშია. ნიდერლანდების ნაკრებში მის აქტივში 38 თამაშში 8 გოლია.