„მანჩესტერ იუნაიტედისა“ და შოტლანდის ნაკრების ყოფილი მეკარე, ენდი გორამი, საყლაპავი მილის კიბოთი გარდაიცვალა - გვამცნობს მანჩესტერული კლუბის ოფიციალური ვებ-გვერდი.
გორამი 58 წლის გახლდათ. მისი კარიერა 1981-დან 2004 წლამდე გრძელდებოდა. უთამაშია „რეინჯერსში,“ „მოზერუელში, „ქოვენთრისა“ და „ჰიბერნიანში.“ 2000-01 წლების სეზონში კი „მანჩესტერ იუნაიტედის“ ღირსებას იცავდა.
შოტლანდიის ნაკრებში ის 1985-98 წლებში ირჯებოდა. ორი ევროპის ჩემპიონატის (1992, 1996) და ამდენივე მსოფლიო ჩემპიონატის (1986, 1990) მონაწილე გახლდათ.