საქართველოს ეროვნული ლიგის მეოცე ტური ორი მატჩით დასრულდა, რომლებიც წყალტუბოსა და ბოლნისში გაიმართა.
„სამგურალმა“ ზედიზედ ორი წაგების შემდეგ თბილისის „ლოკომოტივს“ უმასპინძლა და უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოიპოვა. ანგარიში პირველი ტაიმის ბოლოს სტუმრებმა გახსნეს, მაგრამ სამ წუთში გიორგი მიქაძის გუნდმა წონასწორობა აღადგინა. მეორე ნახევარში „სამგურალის“ უპირატესობა აშკარა გახდა და მეტოქეს 3 უპასუხო გოლი გაუტანა.
საბოლოოდ, „სამგურალმა“ 4:1 მოიგო, 36 ქულა დააგროვა და მესამე ადგილზე აღზევდა. იმერლებმა გორის „დილას“ გადაასწრეს და „საბურთალოსთან“ უპირატესობა გაზარდეს. „ლოკომოტივს“ კი 20 ტურის თავზე ისევ მხოლოდ 3 ქულა აქვს და ბოლო ადგილზეა.
ბოლნისის „სიონისა“ დ „თელავის“ შეხვედრა უგოლოდ დასრულდა. ბოლნისელები 21 ქულით მერვე პოზიციაზე არიან, ხოლო „თელავს“ 25 ქულა აქვს და მეექვსე პოზიციაზეა.
ეროვნულ ლიგაში ახლა ზაფხულის პაუზა დაიწყო და სეზონი 21-ე ტურით 13 აგვისტოს განახლდება.
„სიონი“ – „თელავი“ 0:0 (0:0)
„სამგურალი“ – „ლოკომოტივი“ 4:1 (1:1)
გოლები: 0:1 შეყილაძე (37), 1:1 მაისაშვილი (40), 2:1 ნიქაბაძე (65), 3:1 რუხაძე (71, პენ), 4:1 დევდარიანი (88)