ფეხბურთი

18:05 | 2.07.2022 | ნანახია [] - ჯერ

დავით ხოჭოლავამ ამხანაგურ მატჩში "ფეიენოორდთან" გოლი გაიტანა

დანიის ჩემპიონი „კოპენჰაგენი“ ახალი სეზონისთვის ემზადება და ამხანაგური მატჩი როტერდამის „ფეიენოორდთან“ გამართა, ხოლო დავით ხოჭოლავამ გოლი გაიტანა.

ქართველი მცველი ძირითად შემადგენლობაში იყო და პირველი ტაიმი ითამაშა, მერე იეს თორუპმა ლამის მთელი შემადგენლობა შეცვალა. ხოჭოლავამ 23-ე წუთზე თავური დარტყმით გაიტანა და იმ დროისთვის ანგარიში 2:0 გახადა.

„კოპენჰაგენმა“ არასაფეხბურთო ანგარიშით, 7:0 მოიგო, მაგრამ უნდა აღინიშნოს, რომ „ფეიენოორდი“ პრაქტიკულად სარეზერვო გუნდით თამაშობდა.

„კოპენჰაგენი“ ახალ სეზონს 17 ივლისს გახსნის, როდესაც დანიის სუპერლიგის პირველ ტურში „ჰორსენს“ უმასპინძლებს. დავით ხოჭოლავა „კოპენჰაგენს“ ერთი წლის წინ „შახტარიდან“ შეუერთდა და გასულ სეზონში ყველა ტურნირზე ჩატარებულ 34 მატჩში (22 სუპერლიგაში, 12 კონფერენს ლიგაზე) 1 გოლი გაიტანა.

0.135914