ფეხბურთი

15:41 | 2.07.2022 | ნანახია [] - ჯერ

"მონცამ" "ინტერის" ნახევარმცველი დაიმატა

იტალიის სერია A-ს დებიუტანტი „მონცა“ ძლიერდება და კიდევ ერთი გამოცდილი ფეხბურთელი დაიმატა - სტეფანო სენსი.

იტალიის ნაკრების კანდიდატი „მონცამ“ მილანის „ინტერიდან“ იჯარით დაიმატა და ნახევარმცველი ლომბარდიელთა რიგებში 2023 წლის ზაფხულამდე დარჩება.

„მონცა“ სერია A-ს დებიუტანტია, თუმცა, სილვიო ბერლუსკონისა და ადრიანო გალიანის გუნდი ძალიან აქტიურობს. სენსიმდე მათ გამოცდილი მცველი ანდრეა რანოკია და მეკარე ალესიო კრანიო დაიმატეს.

შეგახსენებთ, რომ სტეფანო სენსი „ინტერში“ 2019 წლიდან თამაშობდა და 52 შეხვედრაში 4 გოლი გაიტანა, ხოლო გასული სეზონის მეორე ნახევარი იჯარით „სამპდორიაში“ გაატარა. მანამდე ის „ჩეზენასა“ და „სასუოლოში“ ირჯებოდა, ხოლო იტალიის ნაკრებში 9 შეხვედრაში 3 გოლი აქვს გატანილი.

0.124217