კალათბურთი

23:30 | 1.07.2022 | ნანახია [] - ჯერ

ბაგატსკისი: "თუ ქართველები და მათი ვარსკვლავები უკმაყოფილოები არიან, წიგნები წაიკითხონ"

უკრაინის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა აინარს ბაგატსკისმა საქართველოს ნაკრებთან მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა და იმ უსიამოვნო ინციდენტზე ისაუბრა, რომელიც მოხდა. ლატვიელმა სპეციალისტმა ქართველებს წიგნის წაკითხვა ურჩია და აღნიშნა, რომ მან კარგად იცის მეტოქის პატივისცემა და თამაშის კოდექსი.

„კალათბურთში ყველაფერი შეიძლება მოხდეს. შეიძლება ისე მოხდეს, რომ ოთხი გუნდი ერთნაირ მდგომარეობაში ვიყოთ და მათ შორის იყოს საქართველოც. სწორედ ამ სცენარზე ვფიქრობდით. სამწუხაროდ, ბოლო შეტევაში ქულების მოპოვება ვერ შევძელით. თუ საბოლოოდ, ერთი ქულა დაგვაკლდება, ვინ იქნება დამნაშავე? რა თქმა უნდა, მე. ამიტომ ვცდილობდით ბოლო წამზე ქულების მოპოვებას.

კარგად ვიცი წესები და თამაშის კოდექსი. ვიცი, რომ მეტოქის დასამცირებლად წუთშესვენების აღება არ შეიძლება, მაგრამ ტურნირი ჯერ არ დასრულებულა, ყველაფერი შეიძლება მოხდეს.

თუ ქართველები და მათი ვარსკვლავები რაღაცით უკმაყოფილონი არიან, მაშინ ცოტა ძირს დაეშვან ან წიგნი წაიკითხონ“, - თქვა ბაგატსკისმა.

შეგახსენებთ, რომ მატჩის დასრულებამდე 9 წამი რჩებოდა და უკრაინა 79:66-ს იგებდა, როდესაც ლატვიელმა სპეციალისტმა წუთშესვენება აიღო და კიდევ ქულების მოპოვება სცადა. სწორედ ამას დაპირისპირება მოჰყვა და ბაგატსკისმა ქართველების სათადარიგო სკამს უხამსი ჟესტი უჩვენა. საქართველოს ნაკრები მომდევნო მატჩს 4 ივლისს, თბილისში, ახალ დარბაზში ესპანეთის ნაკრებთან ჩაატარებს.

0.127034