ჭიდაობა

21:05 | 1.07.2022 | ნანახია [] - ჯერ

თავისუფალი ჭიდაობა: 4 მედლის შანსი ევროპის 20-წლამდე ჩემპიონატზე

იტალიის დედაქალაქ რომში თავისუფალ ჭიდაობაში ევროპის 20-წლამდე ჩემპიონატი დაიწყო და საქართველოს 4 მედლის შანსი აქვს.

79 კგ წონით კატეგორიაში ფინალში გავიდა ოთარ ადეიშვილი, რომელმაც გერმანიის სახელით მოასპარეზე ალან გოლმოჰამადი 9:0, ესპანელი გაბრიელ რამოსი 8:6 და ბულგარელი რადომირ სტოიანოვი 5:2 დაამარცხა. ოთარი ხვალ ფინალში სომეხ მუშეგ მკრტიჩიანს დაუპირისპირდება.

კიდევ ორი ქართველი იყო ნახევარფინალში, მაგრამ ორივე დამარცხდა. ამრიგად, ლუკა ღვინჯილია (57 კგ) და ლუკა ხუჭუა (97 კგ) ხვალ ბრინჯაოს მედლისთვის გავლენ ხალიჩაზე, მათი მეტოქეები კი რეპეშაჟის ტურნირის შემდეგ გაირკვევა. ბრინჯაოს მედლისთვის სწორედ რეპეშაჟიდან იბრძოლებს ლუკა ჯანეზაშვილი (65 კგ), რომელმაც პირველივე შეხვედრა წააგო, მაგრამ მისი მეტოქე ფინალში გავიდა და ქართველს მედლის შანსი გაუჩნდა. უმედლოდ დარჩა დავით კუჭუაშვილი (70 კგ), რომელსაც აღარც რეპეშაჟის შანსი აქვს. შაბათს ასპარეზობაში დარჩენილი ხუთი წონითი კატეგორიის მოჭიდავეებიც ჩაერთვებიან.

შეგახსენებთ, რომში მანამდე ევროპის 20-წლამდე ჩემპიონატი ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში გაიმართა და საქართველოს ნაკრებმა 2 ოქროს, 2 ვერცხლისა და 1 ბრინჯაოს მედლით გუნდური პირველი ადგილი დაიკავა.

0.122428