ჩოგბურთი

2:41 | 1.07.2022 | ნანახია [] - ჯერ

კოკო გოფის რეკორდული მოწოდება უიმბლდონზე

ამერიკელმა კოკო გოფმა, უიმბლდონის მეორე წრეში, რუმინელ მიჰაელა ბუზარნესკუსთან თამაშისას, ტურნირის ისტორიაში უსწრაფესი (ქალთა შორის) მოწოდება შეასრულა. მის მიერ მოწოდბული ბურთის სიჩქარემ 197.5 კმ/სთ-ს მიაღწია.

მისი დარტყმა იმდენად ძლიერი აღმოჩნდა, რომ მეტოქემ მისი ხეირიანად მოგერიებაც ვერ შეძლო - ფორჰენდზე შეცდომა დაუშვა. ეს პირველი სეტის მეხუთე გეიმში მოხდა. ერთი გეიმით ადრე, გოფმა ბრეიკს მიაღწია. ამერიკელმა კიდევ ერთხელ აიღო მეტოქის მოწოდება და სეტი 31 წუთში მოიგო.

საინტერესოა, რომ გოფმა პირველ წრეშიც, კიდევ ერთ რუმინელთან, ელენა-გაბრიელა რუსესთან თამაშისას შეძლო მაყურებლის გაოცება - ბურთი 196 კმ/სთ სიჩქარით მოაწოდა. მიმდინარე ტურნირზე, მესამე უსწრაფესი მოწოდება ჰქონდათ ჩეხ პეტრა კვიტოვას და ყაზახ ელენა რიბაკინას. მათ ბურთები მეტოქეებს 193 კმ/სთ სიჩქარით გაუგზავნეს.

გოფი ამჟამად რეიტინგში მე-12 ადგილზეა. ის ტურზე 2019 წელს გამოჩნდა, როდესაც 15 წლის იყო. მაშინ მან უიმბლდონის მეოთხე წრეში ითამაშა.

თეგებიკოკო გოფი
0.122784