მაურისიო პოჩეტინო „პარი სენ ჟერმენს“ აღარ გაწვრთნის. ინფორმაცია ფრანგულმა გამოცემა L’Equipe-მ გაავრცელა.
წყაროს თანახმად, ორკვირიანი მოლაპარაკებების შემდეგ მხარეებმა კომპენსაციის თანხაზე შეთანხმებას მიაღწიეს. არგენტინელი სპეციალისტი კლუბისგან 10 მილიონ ევროს მიიღებს. პოჩეტინოს კონტრაქტი 2023 წლამდე ჰქონდა გაფორმებული.
როგორც ცნობილია, პსჟ-ს კრისტოფ გალტიე ჩაიბარებს, რომელმაც „ნიცა“ დატოვა და პარიზულ კლუბთან შეთანხმებულია.
შეგახსენებთ, რომ მაურისიო პოჩეტინო „პარი სენ ჟერმენის“ მთავარ მწვრთნელად 2021 წლის იანვარში დაინიშნა.