ვეტერანმა იტალიელმა ფეხბურთელმა ანჯელო დი ლივიომ იტალიურ მედიას უთხრა, რომ „რომა“ კრიშტიანუ რონალდუს ტრანსფერზე მუშაობს. როგორც მან აღნიშნა, შეიძლება ტრანსფერი 7 ივლისს დადასტურდეს.
„რამდენიმე წყარომ დამიდასტურა, რომ „რომა“ რონალდუს შეძენას ცდილობს. ბოლო დღეებში გავიგე, რომ ეს სიმართლეა და 7 ივლისი შეიძლება იყოს ტრანსფერის გამოცხადების დროს. ამაზე ბევრი ყოფილი ფეხბურთელი და აგენტი საუბრობს. გარდა ამისა, ვესაუბრე მეგობარს, რომელიც ტელევიზიაში მუშაობს და რომელმაც რამდენიმე დღის შეიტყო მოლაპარაკებების შესახებ“, - თქვა დი ლივიომ.
შეგახსენებთ, რომ კრიშტიანუ რონალდუს „მანჩესტერთან“ კონტრაქტი 2023 წლის ზაფხულამდე აკავშირებს. პორტუგალიელს ჟოზე მოურინიოსთან მადრიდის „რეალში“ აქვს ნამუშევარი. კრიშტიანუ 2018-2021 წლებში იტალიაში უკვე თამაშობდა, როცა "იუვენტუსის" ღირსებას იცავდა.
რაც შეეხება დი ლივიოს, ის „რომას“ ყოფილი ფეხბურთელია, თუმცა, კარიერის საუკეთესო პერიოდი „იუვენტუსსა“ და „ფიორენტინაში“ აქვს გატარებული.