რაგბი

21:26 | 30.06.2022 | ნანახია NaN - ჯერ

საქართველოს 20-წლამდე ნაკრები უელსთან დაძაბულ ბრძოლაში დამარცხდა

საქართველოს 20-წლამდე ნაკრებმა ექვსი ერის ზაფხულის სერიების მეორე მატჩი უელსთან ჩაატარა ფავორიტად შერაცხულ მეტოქესთან ძალიან დაძაბულ ბრძოლაში 24:30 დამარცხდა.

საქართველომ თამაში ძალიან კარგად დაიწყო და პირველი ტაიმის შემდეგ მეტოქეს ამარცხებდა კიდეც. შესვენებამდე გიორგი მაისურაძემ, ბექა შვანგირაძემ და გიორგი კერვალიშვილმა მეტოქის ჩათვლის მოედანს სამჯერ უწიეს და ვინაიდან მატის მოდებაძის სამივე გარდასახვაც ზუსტი გამოდგა, საქართველომ ტაიმი 21:13 მოიგო.

თუმცა, ეს უპირატესობა ქართველმა მორაგბეებმა მეორე ტაიმში ვეღარ შეინარჩუნეს და მონაგარს მხოლოდ ერთი ჯარიმა შემატეს, ხოლო საპასუხოდ უელსელებმა 3 ლელო, 3 გარდასახვა და ერთი ჯარიმა მიითვალეს და საბოლოოდ, 30:24 მოიგეს.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს 20-წლამდე ნაკრები პირველ ტურში იტალიასთან დამარცხდა, ხოლო მომდევნო შეხვედრას 6 ივლისს, შოტლანდიის 20-წლამდე ნაკრებთან ჩაატარებს.


კომენტარები (4)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

21:47 | 14.02.2024
გ.ი.გ.ზ.ი. (39633)

არაა გამორიცხული მეორეზეც გავიდეს

21:46 | 14.02.2024
გ.ი.გ.ზ.ი. (39633)

მილანი უეჭველი გასულია ლიგის ზონაში

06:42 | 14.02.2024
გ.ი.გ.ზ.ი. (39633)

ცალკე ლიგაზეც დაიფრინეს

06:42 | 14.02.2024
გ.ი.გ.ზ.ი. (39633)

ეს ბოლო სეზონებია, მილანი ძაან უხერხულ მეტოქეთ იქცა ნაპოლისტვის

0.069852
{"Ok":1,"adv":"\/img\/banners\/b1727712582799066.mp4","advLink":"\/adv.php?AID=596\" "}