ფეხბურთი

16:10 | 30.06.2022 | ნანახია [] - ჯერ

"იუვენტუსის" დირექტორი დე ლიხტზე: "შეუძლებელია ფეხბურთელის შენარჩუნება რომელსაც წასვლა სურს"

„იუვენტუსს“ მატაის დე ლიხტთან კონტრაქტის განახლება სურს, მაგრამ საქმე ისე მიდის, რომ ნიდერლანდელი მცველი იტალიურ კლუბს დატოვებს. ტურინელთა გენერალურმა დირექტორმა თქვა, რომ ფეხბურთელს, რომელსაც წასვლა სურს, ვერ შეინარჩუნებენ. არივაბენემ მიანიშნა, რომ 22 წლის ფეხბურთელს „იუვეს“ დატოვება უნდა.

„დღეს შეუძლებელია ფეხბურთელის შენარჩუნება, რომელსაც წასვლა სურს. ძნელია ფეხბურთელის შენარჩუნება, მაგრამ მოლაპარაკებების მაგიდიდან სამივე მხარე კმაყოფილი უნდა ადგეს. საბოლოოდ, ვისაც ფული აქვს, ის იმარჯვებს“, - თქვა არივაბენემ.

შეგახსენებთ, რომ მატაის დე ლიხტი „იუვენტუსმა“ 2019 წელს 75 მილიონ ევროდ შეიძინა და მას შემდეგ ნიდერლანდელმა მცველმა ტურინულ გრანდში 117 მატჩში 8 გოლი გაიტანა.

დე ლიხტს „იუვესთან“ კონტრაქტი 2024 წლამდე აკავშირებს და მისი გამოსასყიდი ფასი 120 მილიონი ევროა. როგორც ცნობილია, „ჩელსი“ მზადაა 100 მილიონი გადაიხადოს და კლუბებს შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობს.

0.113736