ფეხბურთი

15:30 | 30.06.2022 | ნანახია [] - ჯერ

"ვილიარეალის" ლიდერი "ვესტ ჰემში" ტრანსფერთან ახლოსაა

ნიდერლანდების ნაკრებისა და „ვილიარეალის“ შემტევი ნახევარმცველი არნო დანჯუმა ინგლისის პრემიერლიგაში ტრანსფერთან ძალიან ახლოსაა.

ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, ფეხბურთელი ლონდონის „ვესტ ჰემს“ პირად კონტრაქტზე უკვე შეუთანხმდა. ლონდონური კლუბი მზადაა „ვილიარეალს“ 40 მილიონი ევრო გადაუხადოს და სავარაუდოდ, ესპანური კლუბი შეთავაზებას დათანხმდება.

დანჯუმამ გასულ სეზონში ყველა ტურნირზე 34 მატჩში 16 გოლი გაიტანა და 4 საგოლე პასი გააკეთა. 25 წლის ფეხბურთელს პრემიერლიგაში უთამაშია, რადგან 2019-2021 წლებში „ბორნმუთის“ ღირსებას იცავდა. მანამდე ნიდერლანდელი „ნაიმეგენსა“ და „ბრიუგეში“ ირჯებოდა.

0.102466