ევროპის 19-წლამდე ჩემპიონატის ნახევარფინალში ინგლისის ნაკრებმა იტალია 2:1 დაამარცხა და ფინალში გავიდა, ხოლო მატჩი ქართველებმა იმსაჯეს.
მთავარი არბიტრი გოგა კიკაჩეიშვილი იყო, რომელსაც დავით გაბისონია ეხმარებოდა. მათთან ერთად შეხვედრაზე ლიეტუველმა მსაჯებმა იმუშავეს (ასისტენტი და მეოთხე მსაჯი).
მე-12 წუთზე იტალიის ნაკრები ფაბიო მირეტიმ პენალტით დააწინაურა. „იუვენტუსის“ ფეხბურთელმა თერთმეტმეტრიანი, რომელიც კიკაჩეიშვილმა დანიშნა, თავად გამოიმუშავა. მეორე ტაიმში მოედანზე ვითარება შეიცვალა, ინგლისმა ორი უპასუხო გოლი გაიტანა და ფინალში გავიდა.
ქართველმა არბიტრმა პენალტის გარდა, ყვითელი ბარათი 10-ჯერ გამოიყენა. კიკაჩეიშვილმა და გაბისონიამ ევროპის 19-წლამდე ჩემპიონატზე მესამე თამაში განსაჯეს. მანამდე ჯგუფურ ეტაპზე იტალია - სლოვაკეთი და ინგლისი - ისრაელი.