ფეხბურთი

20:37 | 28.06.2022 | ნანახია [] - ჯერ

მინამინო "მონაკოში" ითამაშებს

„ლივერპულის“ ნახევარმცველი ტაკუმი მინამინო „მონაკოში“ გადავიდა. ინფორმაცია მონეგასკების ვებგვერდმა ოფიციალურად დაადასტურა.

27 წლის ფეხბურთელმა „მონაკოსთან“ კონტრაქტი 2026 წლის ზაფხულამდე გააფორმა. ტრანსფერის ფინანსური დეტალები უცნობია.

მინამინო „ლივერპულმა“ 2020 წლის ზამთარში „ზალცბურგიდან“ შეიძინა და მას შემდეგ იაპონელმა შემტევმა 55 მატჩში 14 გოლის გატანა მოახერხა, მაგრამ იურგენ კლოპის გუნდის ძირითად შემადგენლობაში ადგილი ვერ დაიმკვიდრა. აზიელს „სერეზო ოსაკაში“, „ზალცბურგსა“ და „საუთჰემპტონში“ უთამაშია.

0.113555