ფეხბურთი

19:43 | 28.06.2022 | ნანახია [] - ჯერ

ფეხბურთელები, რომელთა ფასი კარიერის დასრულების მომენტში ყველაზე ძვირი იყო
სიაში არაერთი ლეგენდარული ფეხბურთელია, მათ შორისაა ვილი სანიოლიც

Transfermarkt-მა იმ ფეხბურთელების სიმბოლური ნაკრები გამოაქვეყნა, რომელთა საბაზრო ღირებულება ყველაზე მაღალი იყო კარიერის დასრულების მომენტში.

საინტერესოა, რომ ამ სიმბოლურში საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი ვილი სანიოლი მოხვდა. ფრანგმა 2009 წელს 31 წლის ასაკში ტრავმების გამო კარიერა დაასრულა და მაშინ მისი სატრანსფერო ფასი 9.5 მილიონი ევრო გახლდათ.

საინტერესოა, რომ სიმბოლურ 11-ეულში სანიოლი ფასით მეოთხე ადგილს იკავებს, ჩამორჩება რა სერხიო აგუეროს, ზინედინ ზიდანსა და ფილიპ ლამს. ისიც უნდა აღინიშნოს, რომ სიმბოლურში ძირითადად ისეთი ფეხბურთელები მოხვდნენ, რომლებმაც კარიერა ადრეულ ასაკში დაასრულეს, თუმცა გამონაკლისებიც არიან, მაგალითად ოლივერ კანი, პაველ ნედვედი ან ლუიშ ფიგუ. ფეხბურთიდან 33 წლის ასაკში წავიდნენ ზიდანი და ლამი, მაგრამ პირადი გადაწყვეტილებით.

ეს სიმბოლური ნაკრები ასე გამოიყურება.

მეკარე: ოლივერ კანი (2008 წელი, საბაზრო ღირებულება 4.5 მილიონი ევრო)

მცველები: ვილი სანიოლი (2009, 9.5 მილიონი ევრო), მარტინ ჰინტერეგერი (2022, 9 მილიონი ევრო), ფილიპ ლამი (2017, 11 მილიონი ევრო)

ნახევარმცველები: ლუიშ ფიგუ (2009, 7 მილიონი ევრო), რაიან მეისონი (2018, 7 მილიონი ევრო), ზინედინ ზიდანი (2006, 12.5 მილიონი ევრო), დევი პროპერი (2022, 6 მილიონი ევრო), პაველ ნედვედი (2009, 9 მილიონი ევრო)

თავდამსხმელები: სერხიო აგუერო (2022, 15 მილიონი ევრო), დინ ეშტონი (2009, 8.5 მილიონი ევრო)

0.114923