ფეხბურთი

15:28 | 28.06.2022 | ნანახია [] - ჯერ

"ანორთოსისმა" ავთო ებრალიძე დაიმატა

ფამაგუსტას „ანორთოსისმა“ ქართველი ფეხბურთელი ავთო ებრალიძე დაიმატა. მხარეებს შორის კონტრაქტი 2024 წლის ზაფხულამდე გაფორმდა. ინფორმაცია კვიპროსულმა გუნდმა ოფიციალურად დაადასტურა.

ებრალიძემ გასული სეზონი „დოქსაში“ გაატარა, მან 25 შეხვედრაში თავი 4 გოლით და 4 საგოლე პასით გამოიჩინა. ავთო „ანორთოსისში“ გიორგი ლორიას შემდეგ მეორე ქართველი ლეგიონერია.

30 წლის ებრალიძეს კარიერის უმეტესი ნაწილი პორტუგალიაში აქვს გატარებული, სადაც „ევორას, „ოლივეირენსეს“, „ჟილ ვისენტეს“, „ვიზეუს“, „შავესის“, „ნასიონალისა“ და „ლეიშოეშის“ ღირსებას იცავდა.

ავთოს საქართველოს ეროვნულ ნაკრებში სამი მატჩი აქვს ჩატარებული, სამივე თემურ ქეცბაიას ხელმძღვანელობით.

0.134394