ფეხბურთი

14:52 | 28.06.2022 | ნანახია 5084 - ჯერ

გიორგი მაკარიძეს ლა ლიგა 2-ის კლუბები იწვევენ

გიორგი მაკარიძემ შესაძლოა კარიერა ლა ლიგა 2-ში გააგრძელოს. ესპანური მედიის ცნობით, 32 წლის ქართველ მეკარეს ორი ესპანური კლუბი ეპატიჟება.

ერთ „პონფერადინაა“, რომლის მთავარი მწვრთნელი ხოსე გომესი გიორგის ძალიან კარგად იცნობს, რადგან მასთან „ალმერიაში“ მუშაობდა. მეორე კლუბი კი „ბურგოსია“. ორივე ლა ლიგა 2-ის ბინადარია.

მაკარიძემ ბოლო ორი სეზონი „ალმერიაში“ გაატარა, რომლის მაისურით ამ ორ წელიწადში 38 თამაში ჩაატარა. აქედან 34 2020-2021 წლების სეზონში, ხოლო გასულ სეზონში მოედანზე მხოლოდ ოთხჯერ გავიდა. აღსანიშნავია, რომ „ალმერია“ ლა ლიგაში აღზევდა.

მაკარიძეს ესპანურ კლუბთან კონტრაქტი ამოეწურა და თავისუფალი აგენტია, შესაბამისად, ახალ გუნდში გადასვლა უფასოდ შეუძლია.


კომენტარები (4)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

22:33 | 29.04.2017
გ.ი.გ.ზ.ი. (41582)

პრემიერლიგაში მასპინძლები მართლა ამ კაცის დღეში არიან 5 თამაშიდან ვერცერთმა ვერ გაიტანა

20:42 | 29.04.2017
gogssi (3755)

ჩუკენა

19:57 | 29.04.2017
სანდრო მელუა (438)

რას ერჩით ამ კაცს?წლევანდელი არსენალის და ლესტერის თამაში არაა პორნოგრაფია?და თუ 60000 კაცი ცოცხალ პორნოgრაფიას უცქერდა ამან ტელეფონით რა დააშავა ვითომ?

22:06 | 29.04.2017
sabonis (9584)

DDDD მართალია.

19:05 | 29.04.2017
KoRBeN DaLLaS (24842)

მაგის ყურება ყველას გვევასება, მაგრამ სტადიონზე კაცოო ? DDDDDDDD

19:46 | 29.04.2017
გ.ი.გ.ზ.ი. (41582)

ხო მაგრამ ვინც გაუჩალიჩა ის მაგარი საცემია

0.064582
5084