„ინტერის“ ლეგენდამ, სანდრო მაცოლამ, ჟურნალისტებს რომელუ ლუკაკუს „ჩელსიდან“ იტალიურ კლუბში დაბრუნების თაობაზე გაუზიარა თავისი აზრი.
„მართლაც მომწონს ლუკაკუ. კარგია, რომ უკან დაბრუნების ასეთი სურვილი გამოთქვა, თუმცა ყველა ქომაგი ამით გახარებული ვერ იქნება და აეროპორტში არ დახვდება. მათ ჯერ კიდევ მწარედ ახსოვთ, რომ ბელგიელმა შარშან პირველი შესაძლებლობისთანვე დატოვა კლუბი. არასოდეს მინახავს, ფეხბურთელს ასე უნდოდეს კლუბში დაბრუნება.
ახლა მან ძველი სიყვარულის დასაბრუნებლად ბევრი უნდა იმუშაოს.“ - ციტირებს მაცოლას სიტყვებს Football Italia.