ჩოგბურთი

2:46 | 28.06.2022 | ნანახია 2775 - ჯერ

ჯოკოვიჩი კორეელ კვონთან გამარჯვებით გახურდა

კორეელ კვონ სოონ-ვოოს რეიტინგში 81-ე ადგილი უკავია და თუნდაც დიდი ხნის უთამაშებელი ნოვაკ ჯოკოვიჩისთვის, უიმბლდონის პირველ წრეში, ადვილი ლუკმა უნდა გამხდარიყო. ასეც მოხდა, თუმცა კორეელმა ცენტრალური კორტის მაყურებელი იმით მაინც გაახალისა, რომ ტურნირის მოქმედ ჩემპიონს ერთი სეტი დაათმობინა.

სერბმა 6-4, 3-6, 6-3, 6-4 მოიგო და უიმბლდონის ზედიზედ მეოთხე (სულ კი მეშვიდე) ტიტულის მოსაპოვებლად, პირველი ნაბიჯი გადადგა. კვონმა ამ ერთი სეტის მოგების გარდა, კარგი თამაშიტაც გამოიჩინა თავი. ის კარგად ასრულებდა ფორჰენდებსაც (წაღმა დარტყმა) და ბადსთან გასვლებითაც პრობლემებს უქმნიდა ტიტულოვან მეტოქეს.

ჯოკოვიჩს ამ სეზონში ბალახზე აქამდე არ უთამაშია. და მოგვიანებით აღიარა, რომ ამან მისი თამაშის ხარისხზე იმოქმედა. თან მეტოქეც, ვინც მასზე 11 წლით უმცროსია, საკმაოდ კერკეტი გამოადგა. ყველაზე მეტად, კარგი მოწოდება და დიდი გამოცდლება გამოადგა.

24 წლის კორეელმა მეორე სეტის მეოთხე გეიმში მიაღწია ბრეიკს და ეს უპირატესობა სეტის ბოლომდე შეინარჩუნა. ამან სერბი გამოაცოცხლა და მან თავისი თამაშის ერთ-ერთი მთავარი კოზირი - სტაბილურობა აამოქმედა, რამაც წარმატება მოუტანა. მან შეხვედრას წერტილი ეისით, პირველივე მატჩ პოინტის მოგებით დაუსვა.

ჯიკოვიჩისთვის ეს უიმბლდონზე მოპოვებული მე-80 გამარჯვებაა. ის პირველი ჩოგბურთელია, ვინც დიდი სლემის ტურნირზე (სულერთია, რომელზე) ამდენი თამაში მოიგო. სერბს მეორე წრეში ბერძენ თანასი კოკინაკისსა და პოლონელ კამილ მაიჩრზაკს შორის მოგებული შეხვდება.


კომენტარები (7)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

17:28 | 24.06.2017
ალლენ (463)

ბრუკლინმა ლოპესის კოტრაქტი მოიშორა, ჰოვარდი და ლოპესი ერთად ხომ ვერ იქნებოდნენ, მოზგოვი შეიძლება კარგია 4-5 მილიონად მაგრამ სკამზე ჰოვარდის ზამენას 16 მილიონს არავინ მიცემს, ამიტომ მოზგოვს გაუშვებენ

16:18 | 26.06.2017
baxt (1836)

რომელი ჰოვარდის ზამენა? ბრუკლინში ძირითად ცენტრად გადავიდა მოზგოვი როგორც ვიცი.

17:18 | 24.06.2017
ben10 (575)

გამიხარდა როგორც ბოსტონის ქომაგს. ნეთსის 2018 წლის პიკიც ბოსტონს ეკუთვნის, ერთი ლოპესი ყავდათ და ისიც გაუშვეს. უეჭველი ბოლოზე გავლენ და ბოსტონს ისევ პირველი არჩევის უფლება ექნება.იმედია არ გაუცვლიას სხვებს,როგორც წელს. თან თუ ლეიკერსი 26-29 ადგილზე გავიდა, მისი 2018 წლის პიკიც ბოსტონისაა. ასე რომ დიდი შანსია 2018 წლის 1 და 2 პიკი შეხვდეთ. ტრეიდს რაღა უნდა და იმედია მაგარ ვარსკვლავს დაითრევენ...

13:00 | 24.06.2017
federer (17) (15576)

ლეიკერსის ინტერესი გასაგებია, მაგრამ ბრუკლინს რად უნდა რეგრესში მყოფი მაზგოვიი

13:40 | 24.06.2017
federerjamesliverpooldelpotro (17151)

ბრუკლინს რა უნდა ვაფშე ეგაა მთავარი კითხვა.

13:12 | 24.06.2017
KoRBeN DaLLaS (24842)

პროხოროვის გუნდია ბრუკლინი, რუსი მილიარდერის. თან არც ისეთი ცუდი ცენტრია, რო ვთქვათ...

12:59 | 24.06.2017
federer (17) (15576)

იმედია მოიხოდება ჩემი გუნდიი
ჯერჯერობით ყველაფერი კარგად მიდის იმისკენ რო გუნდი საგრძნობლად გაძლიერდეს

12:56 | 24.06.2017
federerjamesliverpooldelpotro (17151)

ჯორჯი რო გადმივიდეს კლარკსონში გაცვლიან კიდე რაღაც თემებში.ახალგაზრდულ გუნდს აშენებენ კაი მარა აშენებ და კლარკსონი რენდლს რაღატო უშვებ.ჯორჯი თუ მოვიდა მაქსიმუმ ფლეიოფი ლონზი ინგრამი ჯერ დიდს ვერაფერს შექმნიან თუ შექმნეს საერთოდ

12:58 | 24.06.2017
federer (17) (15576)

მარტო ახალგაზრდებით პლეიოფში გასვლაც რთული იქნება და არამგონია პოლ ჯორჯის გადმოსვლამ გუნდის გაახალგაზრდავების პროცესს ხელი შეუშალოს

13:39 | 24.06.2017
federerjamesliverpooldelpotro (17151)

კლარკსონს რენდლს და მისთანებს ამდენი ხანი ზრდი და იძახი ესაა მომავალი ლეიკერსიო და მერე ჯორჯი ლოპესშს ცვლი ამას ვიძახი.ინგრამმაც ვეტ გააამართლოს მერე ეგეც გაცვალონ.მაინც იძახიან ახალგაზრდებზე ვაყენებთ გუნდსო და ამას ეწირება ლეიკერსი.უაზროდ მიდიან.რა გუნდუცაა ბოლო წლები ჩანს

12:40 | 24.06.2017
trezeguet88 (411)

მოიხოდება ლეიკერსი ძაან, დღეს წავიკითხე თან ჯორჯი 2018 წელს შეუერთდება უეჭველად ელეისო. ხოდა თავისი კუმირის გუნდს იმედია მოოდავს ცოტას თორე ამათ წელსაც არაფერი ეშველებათ

07:03 | 24.06.2017
ალლენ (463)

სახელფასო ფონდი როგორ გამოანთავისუფლა ლოპესს ხელფასი არ უნდა

უფრო კარგი კალათბურთელი დაიმატეს ეგაა, მოზგოვი კი პროხოროვს მოწველის ეხლა მარა არამგონია გააჩერონ გუნდში ჰოვარდის ზამენას 16 მილიონს არავინ მიცემს

12:47 | 24.06.2017
KoRBeN DaLLaS (24842)

არა კაცო, რათ უნდა ლოპესს ხელფასი ?
ელეის გადამკვდარი ფანი ყოფილა - ლეიკერსის გულითვინა ქვას შევჭამ ბოიშვილი ვიყვეო, აი მაგრა მევასებაო რაა DDDDDDDDD

16:09 | 24.06.2017
ალლენ (463)

კიი ალბად უბნებშიც ჩამოივლის მალე, ფულს ააგროვებს ელეიში ასატანად

0.070862
2775