ჩოგბურთი

2:19 | 28.06.2022 | ნანახია [] - ჯერ

უიმბლდონი რადუკანუმაც მოგებით დაიწყო

ბრიტანელმა თინეიჯერმა, აშშ-ის ღია პირველობის ჩემპიონმა ემა რადუკანუმ უიმბლდონის პირველი ეტაპი გაიარა. პირველ წრეში მან ბელგიელი ელისონ ვან უიტვანკი 6-4 6-4 დაამარცხა. რაც ასევე მნიშვნელოვანია, მან უიმბლდონის ცენტრალურ კორტზე პირველად ითამაშა.

ნიუ იორკში ტრიუმფის შემდეგ, 19 წლის რადუკანუს თავი ბევრი არაფრით გამოუჩენია. ტრავმებმა და ფსიქოლოგურმა ზეწოლამ, საკუთარი შესაძლებლობების გამომჟღავნების საშუალება არ მისცა. და არც ბალახის კორტებზე უთამაშია. მაგრამ პირველ წრეში შესანიშნავად იასპარეზა.

ვან უიტვანკი რეიტინგში 46-ე ადგილზეა, მაგრამ ბალახის კორტებზე კარგი გამოცდილება დაუგროვდა - ამ სეზონში ნათამაშები 14 შეხვედრიდან, 12 მოიგო. ის დაბალი, მოჭრილი დარტყმებით ურთულებდა საქმეს მეტოქეს, მაგრამ რადუკანუმ ალღო მალე აუღო. და მაყურებლის მხარდაჭერით, შეხვედრა დამსახურებულად მოიგო.

„განსაკუთრებული გრძნობაა, როდესაც უიმბლდონზე თამაშობ. მხარდაჭერას იმ წუთიდან ვგრძნობდი, რაც კორტზე შევაბიჯე. მინდა, ყველა თქვენგანს მადლობა გადავუხადო ამისთვის. ცენტრალურ კორტზე თამაში თუნდაც მხოლოდ ამისთვის ღირს“, - განაცხადა რადუკანუმ, ვინც შარშან უიმბლდონზე უაილდ ქარდით ითამაშა და მეოთხე წრეს მიაღწია. მრე კი აშშ-ის ღია პირველობაზეც ითამაშა და ჩემპიონი გახდა.

ახლა კი ის ტურნირზე მე-10 ნომრად არის განთესილი და რაც მთავარია, ბრიტანელებს იმედი აქვთ, რომ მათი დროშით მოთამაშე ჩოგბურთელი, ლონდონშიც ასწევს გამარჯვების თასს. ცნობისათვის, ბრიტანელ ქალ ჩოგბურთელთაგან, ბოლოს უიმბლდონის ჩემპიონი ვირჯინია უეიდი, 1977 წელს გახდა.

0.114811