ჩოგბურთი

1:17 | 28.06.2022 | ნანახია [] - ჯერ

ალკარასს უიმბლდონის პირველივე წრეში ხუთსეტიანი ბრძოლა მოუწია

ესპანელი კარლოს ალკარასისთვის უიმბლდონის ტურნირი რთულად დაიწყო. მას ხუთი სეტი დასჭირდა იმისთვის, რომ ტურნირიდან პირველივე წრეშივე არ გამოთიშულიყო. მისი მეტოქე იყო გერმანელი ჟან-ლენარდ შტრუფი. ალკარასმა 4-6, 7-5, 4-6, 7-6(3), 6-4 მოიგო.

19 წლის ესპანელი შესანიშნავ სეზონს ატარებს - თიხის და მყარ კორტებზე რამდენიმე - რიოს, მაიამის, ბარსელონას და მადრიდის ტურნირი მოიგო. მაგრამ ბალახის კორტი განსხვავებულია და იმითაც არის გამორჩეული, რომ უიმბლდონამდე ასეთ საფარზე ბევრ ტურნირზე გამოსვლის და მიჩვევის შესაძლებლობა ნაკლებია.

ალკარასი უიმბლდონზე მეხუტე ნმრად არის განთესილი და შესაბამისად, პირველ კვირაში ძლიერ მეტოქეებთან შეხვედრა არ უწევს. თუმცა, როდესაც ისეთი ჩოგბურთელი დგას მის პირისპირ, რომელიც ბურთებს 218 კმ/სთ სიჩქარით აწოდებს, სიტუაცია უცებ იცვლება.

შტრუფმა პირველი სამიდან, ორი სეტი მოიგო. მაგრამ ალკარასმა შეძლო მისი მოწოდებებისთვის ალღოს აღება და გამარჯვებას მიაღწია. მოწოდბაზე თავადაც არ იყო საჩუქარი - მეტოქე 30 ეისით დაბომბა, რაც იმის ნიშანია, რომ ახალგაზრდა ესპანელი მალე ბალახზეც ძლიერი ძალა გახდება.

სხვათა შორის, ეს ბალახის კორტზე მისი პირველი გამარჯვებაა, რომლის მისაღწევადაც 4 საათი და 11 წუთი დასჭირდა. ალკარასს, ვინც მამაკაცთა ბადეში, ტურნირის ყველაზე ახალგაზრდა მონაწილეა, მეორე წრეში, იტალიელ ფაბიო ფონინისა და ჰოლანდიელ ტალონ გრიკსპოორს შორის გამარჯვებულთან თამაში მოუწევს.

0.116159