ფეხბურთი

0:42 | 28.06.2022 | ნანახია [] - ჯერ

"სლოვანს" გურამ კაშია დაუბრუნდა და "დინამო ბათუმამდე" ორ ამხანაგურ მატჩს ჩაატარებს

ბრატისლავის „სლოვანი“ ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე „დინამო ბათუმთან“ მატჩისთვის ამხანაგური შეხვედრებით ემზადება.

ვლადიმირ ვაისის გუნდმა ორი სპარინგი უკვე გამართა. ჯერ „რიდი“ 3:0 დაამარცხა, მერე „დუნაისკა სტრედას“ უგოლოდ დაუზავდა. წინ კიდევ ორი თამაშია ჩეხურ გუნდებთან, „პლზენსა“ და „ბრნოსთან“.

აღსანიშნავია, რომ სანაკრებო მატჩების გამო წინა საკონტროლო თამაშებში გურამ კაშიას არ უთამაშია, მაგრამ ქართველი მცველი უკვე გუნდთან ერთად ემზადება და „პლზენთან“ ითამაშებს. გარდა ამისა, „სლოვანს“ სხვა ფეხბურთელებიც დაუბრუნდნენ, რომლებიც ივნისის დასაწყისში ნაკრებებში ირჯებოდნენ - ვლადიმირ ვაისი (მწვრთნელის შვილი), მენტი აბენა, ტიგრან ბარსეგიანი და ვერნონ დე მარკო.

შეგახსენებთ, „სლოვანისა“ და „დინამო ბათუმის“ მატჩები 6 და 13 ივლისს გაიმართება. პირველი თამაში ბრატისლავაში, საპასუხო - ბათუმში.

0.116984