ჩოგბურთი

0:04 | 28.06.2022 | ნანახია [] - ჯერ

გორგოძე უიმბლდონს ერთეულთა თანრიგში გამოეთიშა

ეკატერინე გორგოძე უიმბლდონს ერთეულთა თანრიგში პირველივე წრეში გამოეთიშა. ქართველი ჩოგბურთელი რუმინელ ირინა ბეგუს შეხვდა და საათსა და 14 წუთში დამარცხდა.

პირველ სეტში გორგოძემ მეტოქეს კონკურენცია გაუწია და 4:6 წააგო, მაგრამ მეორე სეტში ბრძოლა საერთოდ არ ყოფილა - 1:6. ამრიგად, ეკომ უიმბლდონზე გამოსვლა ერთეულებში დაასრულა, თუმცა ძალებს წყვილთა თანრიგშიც მოსინჯავს.

შეგახსენებთ, რომ უიმბლდონის პირველი წრე ნიკოლოზ ბასილაშვილმა გადალახა და 1/16 ფინალში ითამაშებს.

0.114203