ფეხბურთი

16:56 | 27.06.2022 | ნანახია NaN - ჯერ

"ნაპოლი" სირიგუს დაიმატებს

იტალიური „ნაპოლი“ გამოცდილი მეკარის სალვატორე სირიგუს ტრანსფერთან ახლოსაა. Il Mattino-ს ცნობით, 35 წლის კიპერმა „აძურიში“ გადასვლაზე თანხმობა განაცხადა.

სირიგუ „ნაპოლისთან“ 1-წლიან კონტრაქტს გააფორმებს და მხარეებს მისი ერთი წლით განახლების ვარიანტიც ექნებათ. გარდა ამისა, „ნაპოლი“ ახალ კონტრაქტს გაუფორმებს იტალიის ნაკრების კიდევ ერთ მეკარე ალექს მერეტს, რომელიც ხელშეკრულებას 2027 წლამდე განაახლებს.

შესაბამისად, ნეაპოლელთა რიგებს კოლუმბიელი დავიდ ოსპინა დატოვებს, რომელიც კარიერას „ალ-ნასრში“ გააგრძელებს. სამხრეთ ამერიკელს „ვალენსიასაც“ უკავშირებდნენ, მაგრამ მან კარიერის ევროპის მიღმა გაგრძელება არჩია.

შეგახსენებთ, რომ სალვატორე სირიგუ ბოლოს „ჯენოაში“ თამაშობდა, ხოლო მანამდე „ტორინოს“, „პალერმოს“, „კრემონეზეს“, „ანკონას“, „პარი სენ ჟერმენის“, „სევილიასა“ და „ოსასუნას“ კარს იცავდა.


კომენტარები (3)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

13:53 | 26.07.2016
jarji (238)

ამ ქლიავს უშვებენ და მეორე ქლიავი ლეონარდო მოყავთ. იმენა ტოტალიზატორის სპეციალისტები

12:19 | 26.07.2016
Torres9 (12692)

რაც გუნდია ის კანდიდატებია)

11:23 | 26.07.2016
a.reversi (9540)

წადი და იქნება ეშველოთ ამ ჩემისებსაც
მაგრამ ვინებზე წერენ რა ლეონარდო შიგაა აქვთ რა :/

0.125553