კვიპროსის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტს თემურ ქეცბაია ჩაიბარებს. ამის შესახებ ინფორმაციას კვიპროსული მედია ავრცელებს.
როგორც გაირკვა, კვიპროსის ფეხბურთის ფედერაციამ გადაწყვეტილება უკვე მიიღო და უახლოეს დღეებში მოულოდნელი და განსაკუთრებული სიურპრიზი თუ არ მოხდა, ქეცბაიასთან კონტრაქტი გაფორმდება. აღსანიშნავია, რომ ხელშეკრულებაში არსებული პუნქტის მიხედვით, თემურს უკეთესი შეთავაზების მიღების შემთხვევაში კონტრაქტის გაწყვეტის უფლება ექნება.
4 ივლისს კვიპროსის ფეხბურთის ფედერაციის აღმასკომის სხდომაა დაგეგმილი და სავარაუდოდ, სწორედ ამ სხდომაზე გაოფიციალურდება ქეცბაიას დანიშვნა. ქართველი ამ პოსტზე შეცვლის ბერძენ ნიკოს კოსტენოღლუს, რომელიც კვიპროსის ნაკრებიდან დღეს ოფიციალურად გაათავისუფლეს.
კვიპროსის ნაკრებმა ერთა ლიგის C დივიზიონი წარუმატებლად დაიწყო და 4 მატჩში მხოლოდ ორი ქულა მოიპოვა. 54 წლის ქეცბაია სანაკრებო დონეზე მეორედ იმუშავებს, მანამდე ის 2009-2014 წლებში საქართველოს ნაკრებს ავარჯიშებდა. გარდა ამისა, თემურს „ანორთოსისში“, „ოლიმპიაკოსში“, ნიქოზიის „აპოელსა“ და „ორენბურგში“ უმუშავია. ქეცბაიამ „ანორთოსისთან“ ერთად ორ-ორჯერ კვიპროსის ჩემპიონატი და თასი, ერთხელ კი სუპერთასი მოიგო.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
2006 წელი გაიმეორა ვილიარელმა?..
არადა, ხომ ვამბობდი... ))
ნაყომარებია))
ბოდიშს ვუხდი ვილიარეალს მესის გარეშე დარჩენილ ვალვერდე-სეტიენ-კუმანის ბარსელონას რომ ვადარებდი)))ეჭვიც არ მეპარებოდა რომ თავს არ შეირცხვენდნენ ბავარიასთან მაგრამ თუ გააგდებდნენ ნაღდად არ მეგონა.ბრავო ვილიარეალი და ეს ემერი ახლა ნაღდად უტ..ნავი გახდა)))მეტად დააფასეთ ლა ლიგა.არაერთხელ მითქვამს რომ იმ ფულის ნახევარიც კი რომ მოხმარდეს ესპანეთს რაც ინგლისს ხმარდება ფეხბურთის ზეიმს ვნახავდით
ჩაწყობილი იყო არაა? მარტო ბარსელონას წაგებები როგორ არის კაცო ჩაწყობილი? ვილიარეალი არის დეგენერატი გუნდი რა ვილიარეალი. აწი ჩემპიონთა ლიგის ნახევარ ფინალში კი არა საერთოდ ჯგუფშიც ვერ მოხვდებიან კიდე ბევრი წელი. ოთხეულში ბოლოს როდის იყო საერთოდ ვილარეალი
თვითონ თამაშს არაფერი ეტყობოდა ჩაწყობილის(ანუ მზეობა არავის გაუკეთებია ისეთი რომ აშკარა ყოფილიყო ჩაწყობის ნიშნები,მაგალითად ისეთი რაც ალბამ აკეთა ენფილდზე) და წინასწარ მასე წყნარი თამაში თუ მოილაპარაკეს ეგ აღარ ვიცი)))
კამფეტ