იტალიის ნაკრებისა და „რომას“ ყოფილი ნახევარმცველი დამიანო ტომაზი ქალაქ ვერონას მერი გახდა. დამიანომ არჩევნებში ფედერიკო სბოარინა დაამარცხა.
ტომაზის ხმების 53.4% ერგო, ხოლო მისმა კონკურენტმა 46.6% მიიღო. ამრიგად, იტალიელი ფეხბურთელი ამიერიდან პოლიტიკაში იქნება. აღსანიშნავია, რომ ტომაზი პოლიტიკაში წასვლამდე იტალიის ფეხბურთელთა ასოციაციის პრეზიდენტი იყო და მოთამაშეების ინტერესებს იცავდა.
აღსანიშნავია, რომ დამიანო ტომაზი „ვერონას“ აკადემიაში გაიზარდა, მისი პირველი კლუბიც „ვერონა“ იყო, სადაც 1993-1996 წლებში თამაშობდა. შემდეგ 10 წლის განმავლობაში „რომას“ ღირსებას იცავდა, ხოლო კარიერის მიწურულს „ლევანტესა“ და ქპრ-ში ითამაშა. იტალიის ნაკრებში ტომაზიმ 1998-2003 წლებში 25 მატჩში 2 გოლი გაიტანა.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
იმედია, მომდევნო თამაშში უფრო უკეთესები ვიქნებით
კი ჯობია. ოღონდ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი წაგებიდან სწორ დასკვნებს გამოვიტანთ და ყოველ მომდევნო თამაშში უფრო უკეთესები ვიქნებით, ვიდრე წინაში.
აქ კი რა ხდება ? ბოლო სამ წელიწადში მეოთხედ შევხვდით შოტლანდიას და მცირედი წინსვლა მაინც მანახეთ, თუნდაც რომელიმე კომპონენტში.
წაგება ყოველთვის მტკივნეულია, თუმცა
8 თვე რომ არ ითამაშო, ნარდს ვერ ითამაშებ იმავე დონეზე და რაგბი კიდევ მეტად მოითხოვს რეგულარულ წვრთნას და თამაშს.
ჩემზე უკეთესად მწვრთნელები იყვიან თავის სიტყვას, როგოც ქომაგი კი დავამატებ რომ ბიჭებმა რაგბი ითამაშონ! რაგბი თამაშია, თან ჩვენი
წინ გამარჯვებებისაკენ!
მართალი ხართ ბატონო ლევან, ანგარიშში სხვაობა ასეთი არ იქნებოდა, აფრასიძე რომ არ გაესინბინებინათ, შეიძლება 1-2 ლელოთი ნაკლები დაედოთ ან მაინც ამდენი მიგვეღო. 80 ქულით გამარჯვებას კი სჯობს ასეთი თამაშები, მაგრამ 40 ქულით წაგება არ არის მისაღები შედეგი. დანარჩენი კიდევ მოედანზე დაგვიმტკიცეთ მომდევნო 4 თამაშში.