ფეხბურთი

23:51 | 26.06.2022 | ნანახია [] - ჯერ

ნეიმარმა შესაძლოა "პარი სენ ჟერმენი" დატოვოს

„პარი სენ ჟერმენის“ თავდამსხმელი ნეიმარი კლუბიდან წასვლაზე ფიქრობს. ამის შესახებ ინფორმაცია ფრანგულმა მედიამ გაავრცელა.

RMC Sport-ი იტყობინება, რომ 30 წლის ბრაზილიელი ფეხბურთელი უკმაყოფილოა კლუბის პრეზიდენტის ნასერ ალ-ხელაიფის ბოლოდროინდელი განცხადებებით, რომელიც ნეიმარის შესახებ გააკეთა.

ამიტომაც, ბრაზილიელ ფეხბურთელს პსჟ-ს დატოვება სურს, მაგრამ კლუბთან კონტრაქტი 2025 წლის ზაფხულამდე აკავშირებს და შესაბამისად, პარიზელები სოლიდურ კომპენსაციას მოითხოვენ.

შეგახსენებთ, ნეიმარი პსჟ-ში 2017 წელს გადავიდა, მაგრამ 5 წელიწადში მხოლოდ 144 მატჩი ჩაატარა, თუმცა, 100 გოლის გატანა მოახერხა.

თეგებინეიმარიპსჟ
0.113646