ფეხბურთი

20:41 | 26.06.2022 | ნანახია [] - ჯერ

ევროპის 19-წლამდე ჩემპიონატის ნახევარფინალურ მატჩს გოგა კიკაჩეიშვილი იმსაჯებს

სლოვაკეთში მიმდინარე 19-წლამდე ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე ქართველი მსაჯები მესამე მატჩს განსჯიან.

უეფას გადაწყვეტილებით, ინგლისისა და იტალიის 19-წლამდე ნაკრებების ნახევარფინალური მატჩის მთავარი მსაჯი გოგა კიკაჩეიშვილი იქნება, ხოლო მისი პირველი ასისტენტი დავით გაბისონიაა. ქართველ არბიტრებთან ერთად, მატჩზე ლიეტუველი მსაჯები იმუშავებენ. შეხვედრა 28 ივნისს, სენეცში გაიმართება და თბილისის დროით 19:00 საათზე დაიწყება.

შეგახსენებთ, რომ გოგა კიკაჩეიშვილმა და დავით გაბისონიამ 19-წლამდე ევროპის ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე, სლოვაკეთი - იტალიის და ინგლისი - ისრაელის 19-წლამდე ნაკრებების მატჩებზე იმუშავეს.

GFF.GE

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.120856