ფეხბურთი

20:01 | 26.06.2022 | ნანახია [] - ჯერ

ვან ლუნის წარუმატებელი დებიუტი: "ლოკომოტივი" ისევ დამარცხდა

საქართველოს ეროვნული ლიგის მე-19 ტური თბილისის „ლოკომოტივისა“ და „თელავის“ მატჩით დასრულდა, რომელიც სტუმრებმა 2:0 მოიგეს.

ამრიგად, „ლოკომოტივის“ მთავარი მწვრთნელის პოსტზე ნიდერლანდელ ჯონ ვან ლუნს წარუმატებელი დებიუტი გამოუვიდა. კახელებმა ორივე გოლი პირველ ტაიმში გაიტანეს. ჯერ თავი გიორგი კვერნაძემ გამოიჩინა, ხოლო შემდეგ დაჩი ფოფხაძემ ავტოგოლი მიითვალა.

თბილისის „ლოკომოტივი“ 19 ტურის შემდეგ 3 ქულით ბოლო, მეათე ადგილზეა, ხოლო მომდევნო ტურში წყალტუბოს „სამგურალს“ შეხვდება. „თელავმა“ ამ გამარჯვებით 24 ქულა დააგროვა და მეექვსე ადგილზეა, მომდევნო შეხვედრას კი 2 ივლისს, „სიონთან“ ჩაატარებს.

„ლოკომოტივი“ – „თელავი“ 0:2 (0:2)

გოლები: 0:1 კვერნაძე (12), 0:2 ფოფხაძე (45, ა.გ)

0.113754