იტალიის ნაკრებისა და „მილანის“ ყოფილმა ფეხბურთელმა კრისტიან ძაკარდომ, რომელიც 2006 წელს მსოფლიოს ჩემპიონი გახდა, ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, კვარაცხელიამ მასზე თავიდანვე შთაბეჭდილება მოახდინა და იმედოვნებს, რომ ერთ-ერთი საუკეთესო გახდება.
„ორი წელია თვალს ვადევნებ, პირველად მისი თამაში 2020 წელს ვნახე და მაშინვე ჩემზე შთაბეჭდილება მოახდინა. იმედი მაქვს, რომ თავის პოზიციაზე ერთ-ერთი საუკეთესო გახდება. აქვს მტკიცე ხასიათი და ჭკვიანია, იმედი მაქვს, რომ ერთ-ერთი საუკეთესო გახდება. მეტოქეებს ატყუებს, დრიბლინგი აქვს, ბევრს დარბის, იტალიაში მსგავსი ფეხბურთელები ცოტანი არიან. ვფიქრობ, ლეაოს ჰგავს, იმედი მაქვს, რომ „ნაპოლისთვის“ გადამწყვეტი მოთამაშე გახდება“, - თქვა ძაკარდომ.
შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელია „ნაპოლის“ ივლისის დასაწყისში შეუერთდება, იტალიური გუნდი კი ახალი სეზონისთვის მზადებას 9 ივლისიდან დაიწყებს.