„პარი სენ ჟერმენის“ ფეხბურთელმა კილიან მბაპემ განაცხადა, რომ მისი მთავარი მიზანი პსჟ-სთან ერთად ჩემპიონთა ლიგის მოგებაა. გარდა ამისა, მან პარიზული გუნდის ყველა დროის ბომბარდირობაზეც ისაუბრა.
„ჩემპიონთა ლიგა რჩება ჩვენს აკვიატებულ იდეად. ეს ჩვენი დასახული მიზანია. არ არის საჭირო ზედსართავი სახელების ჩამოთვლა მის აღსაწერად, ეს ტურნირი გვიყვარს, ამიტომ, მისი მოგება ძალიან გვინდა.
პსჟ-ს საუკეთესო ბომბარდირობა? ეს რაღაც წარმოუდგენელია. თუ ისე გავაგრძელებ, როგორც აქამდე ვთამაშობდი, ვფიქრობ, პრობლემა არ მექნება“, - თქვა მბაპემ.
შეგახსენებთ, რომ „პარი სენ ჟერმენის“ ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირი ედინსონ კავანია 200 გოლით, ხოლო კილიან მბაპეს ანგარიშზე ამ დროისთვის 171 გოლია.