„დინამო ბათუმი“ ეროვნული ლიგის მეოცე ტურში „დინამო თბილისს“ უმასპინძლებს და ამ შეხვედრაში ხვიჩა კვარაცხელიას გაცილება შედგება.
როგორც ზღვისპირელთა ვებგვერდი იტყობინება, მატჩამდე გულშემატკივრების წინაშე კვარაცხელიას გააცილებენ, რომელიც 1 ივლისიდან „ნაპოლის“ შეუერთდება.
შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიამ „დინამო ბათუმის“ მაისურით 11 მატჩი ჩაატარა და 8 გოლის გატანა მოახერხა.
აქვე გეტყვით, რომ „დინამო ბათუმისა“ და „დინამო თბილისის“ მატჩი 29 ივნისს, 21:00 საათზე გაიმართება.