ფეხბურთი

12:39 | 26.06.2022 | ნანახია NaN - ჯერ

"მანჩესტერმა" დე იონგის ტრანსფერზე შეთანხმებას მიაღწია

„ბარსელონას“ ნახევარმცველი ფრენკი დე იონგი „მანჩესტერ იუნაიტედში“ გადასვლასთან ძალიან ახლოსაა.

Goal-ის ინფორმაციით, ესპანურ და ინგლისურ კლუბებს შორის შეთანხმება პრაქტიკულად მიღწეულია. დე იონგის სანაცვლოდ „მანჩესტერი“ „ბარსას“ 80 მილიონ ევროს გადაუხდის, რასაც ბონუსები დაემატება.

ინგლისურ გრანდში 25 წლის დე იონგის ტრანსფერის ინიციატორი ერიკ ტენ ჰაგია, რომელიც ნიდერლანდელ ნახევარმცველთან „აიაქსში“ მუშაობდა.

შეგახსენებთ, ფრენკი დე იონგი „ბარსელონამ“ 2019 წელს „აიაქსიდან“ შეიძინა. მას შემდეგ ნიდერლანდელმა ნახევარმცველმა 140 შეხვედრაში 13 გოლი გაიტანა.


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

0.069348