გარეთ ბეილი კარიერას „ლოს ანჯელესში“ გააგრძელებს. ტრანსფერი ოფიციალურად დადასტურდა. 32 წლის უელსელმა ფეხბურთელმა სოციალურ ქსელში ვიდეო გამოაქვეყნა, რომელშიც ამერიკული გუნდის მაისური აცვია.
„ლოს ანჯელეს“, მალე შევხვდებით“, - დაწერა ბეილმა. ჯერჯერობით, უცნობია პირადი კონტრაქტის დეტალები, მაგრამ სავარაუდოდ, უელსელი MLS-ში დიდი ანაზღაურებას მიიღებს. ის ამერიკელებს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა.
შეგახსენებთ, გარეთ ბეილი 2013 წლიდან „რეალში“ თამაშობდა და 258 მატჩში 106 გოლი გაიტანა. მან 2007-2013 და 2020-2021 წლებში „ტოტენჰემში“ ითამაშა, რომლის რიგებში 237 თამაშში თავი 71 გოლით გამოიჩინა. კარიერის საწყის ეტაპზე კი „საუთჰემპტონში“ თამაშობდა.
აქვე გეტყვით, რომ ბეილამდე „ლოს ანჯელესმა“ უფასოდ იტალიის ნაკრებისა და „იუვენტუსის“ ყოფილი კაპიტანი ჯორჯო კიელინი დაიმატა.