რაგბი

1:12 | 26.06.2022 | ნანახია NaN - ჯერ

ზაფხულის სერია: საქართველოს 20-წლამდე მორაგბეთა ნაკრებმა იტალიასთან წააგო

საქართველოს 20-წლამდე მორაგბეთა ნაკრებმა 6 ერის ზაფხულის სერიის პირველ ტურში იტალიის ნაკრებთან მარცხი განიცადა.

ლადო კილასონიას გუნდმა თამაში კარგად დაიწყო და ნიკა სუთიძის ლელოთი წინ გავიდა, მაგრამ მერე უპირატესობა მალევე გაანიავა. საბოლოოდ, იტალიელებმა 36:19 იმარჯვეს. აღსანიშნავია, რომ პირველ ტაიმში საქართველო ორჯერ გავიდა წინ, მეორედ პაატა გალდავას ლელოთი, მაგრამ ტაიმი მაინც წააგო (12:22).

მეორე ნახევარში იტალიამ უპირატესობა კიდევ უფრო გაზარდა, ხოლო საქართველოს ნაკრებმა მხოლოდ ის შეძლო, რომ მესამე ლელო მიითვალა, რომელიც შალვა აფციაურის აქტივშია.

საქართველოს ნაკრები მეორე ტურში 30 ივნისს, უელსის ნაკრებს დაუპირისპირდება, რომელმაც პირველ ტურში შოტლანდია 45:15 დაამარცხა.


კომენტარები (4)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

21:47 | 14.02.2024
გ.ი.გ.ზ.ი. (39633)

არაა გამორიცხული მეორეზეც გავიდეს

21:46 | 14.02.2024
გ.ი.გ.ზ.ი. (39633)

მილანი უეჭველი გასულია ლიგის ზონაში

06:42 | 14.02.2024
გ.ი.გ.ზ.ი. (39633)

ცალკე ლიგაზეც დაიფრინეს

06:42 | 14.02.2024
გ.ი.გ.ზ.ი. (39633)

ეს ბოლო სეზონებია, მილანი ძაან უხერხულ მეტოქეთ იქცა ნაპოლისტვის

0.066172
{"Ok":1,"adv":"\/img\/banners\/b1727712582799066.mp4","advLink":"\/adv.php?AID=596\" "}