ფეხბურთი

11:03 | 26.06.2022 | ნანახია 847 - ჯერ

ჭიაბრიშვილი: "ვიმედოვნებ, რომ მომავალშიც ასე გავაგრძელებთ"

„დინამო თბილისის“ მთავარმა მწვრთნელმა გიორგი ჭიაბრიშვილმა „ტორპედოსთან“ მატჩის (5:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. მისი თქმით, ფეხბურთელებს ყველაფერი გამოუვიდათ და იმედოვნებს, რომ ასე გააგრძელებენ.

„კარგი თამაში იყო. „ტორპედოსთან“ თამაში ყოველთვის რთულია, თან, როდესაც მწვრთნელი კახა ჩხეტიანია და ძალიან მადლიერი ვარ ჩემი ფეხბურთელების, რომ ამდენი შეძლეს. კარგად ითამაშეს, თითქმის ყველაფერი გამოუვიდათ და ვიმედოვნებ, რომ მომავალშიც ასე გაგრძელდება“, - თქვა ჭიაბრიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ „დინამო თბილისმა“ გიორგი ჭიაბრიშვილის ხელმძღვანელობით მეორე მატჩი ჩაატარა და ჯერ „გაგრას“ 5:0 მოუგო, მერე კი „ტორპედოს“ – 5:1. „დინამო“ 19 ტურის შემდეგ მეორე ადგილზეა და ლიდერ „დინამო ბათუმს“ 6 ქულით ჩამორჩება.


კომენტარები (1)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

19:15 | 18.10.2021
Kobe Bean (21683)

მესი მაგარი კაცია,მისული არაა პარიზში და უკვე საძმოს იწვევს იქაც)))ისე ბარსას გამოადგება ეს გაცვლა,იკარდი აგუეროს ჯობია დღეს,ბოლო-ბოლო ასაკის გამო და მესიც ბედნიერი იქნება ჯერ იმით რომ აგუეროს წაიყვანს და მეორე იმით რომ იკარდის მოიშორებს რომელიც არ ევასება

0.066279
847