ფეხბურთი

23:49 | 25.06.2022 | ნანახია [] - ჯერ

რონალდუ „ჩელსიში“?

„მანჩესტერ იუნაიტედის“ დიდვარსკვლავი, კრიშტიანუ რონალდუ, შესაძლოა, ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრისას „ჩელსის“ ფეხბურთელი გახდეს. ამ სენსაციურ ცნობას The Athletic ავრცელებს.

წყაროს ინფორმაციით, ლონდონური კლუბის ახალ მფლობელს, ტოდ ბოელის ძალიან სდომებია კრიშტიანუს საკუთარ გუნდში ხილვა და რონალდუს აგენტ ჟორჟე მენდეშს გასულ კვირას პორტუგალიაში შეხვედია.

რა მოილაპარაკეს ჯერ უცნობია. რონალდუს კი „მანჩესტერთან“ კონტრაქტის ვადა გაისად ზაფხულში ეწურება.

უცნობია თავად კრიშტიანუს პოზიციაც. თუმცა ამბობდა, რომ „იუნაიტედში“ თავს ბედნიერად გრძნობს. ამჟამად ის ოჯახთან ერთად კურორტ მაიორკაზე ისვენებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113926