ფეხბურთი

23:22 | 25.06.2022 | ნანახია [] - ჯერ

„ფულემმა“ რომანიოლის კონტრაქტი შესთავაზა

პრემიერლიგის ახალწვეულმა, „ფულემმა,“ „მილანის“ კაპიტან ალესიო რომანიოლის კონტრაქტი შესთვაზა - გვამცნობს Sky Sport Italia.

თუმცა 27 წლის ფეხბურთელი პრემიერლიგური წინადადებით არ დაინტერესდა. მას „ლაციოში“ გადასვლა სურს. რომაული კლუბი კი მზადაა ხელშეკრულება 2027 წლამდე შესთავაზოს, სეზონში 3 მილიონევროიანი ხელფასით.

შეგახსენებთ, რომ რომანიოლი „მილანში“ 2015 წლიდან თამაშობს. შვიდი წლის განმავლობაში „როსონერის“ მაისურით 247 შეხვედრა გამართა და 10 გოლი გაიტანა. „შავ-წითლებთან“ მის არსებულ კონტრაქტს ვადა ხუთ დღეში ეწურება.

0.129283