შაბათს კრისტალბეტ ეროვნული ლიგის მე-19 ტურის სამი შეხვედრა გაიმართა. გვიან მატჩში, „ქართულ კლასიკოში,“ „დინამომ“ „ტორპედოს“ უმასპინძლა და 5:1 გაანადგურა. დუბლი მითვალა თბილისელთა უკრაინელმა შემტევმა, სტანისლავ ბილენკიმ. თითოჯერაც თავი თორნიკე კირკიტაძემ, უსმანე კამარამ და დავით სხირტლაძემ გამოიჩინეს. ქუთაისელთაგან ბოლოსკენ პრესტიჟის გოლი ლევან მჭედლიძემ შეაგდო.
ამრიგად, გიორგი ჭიაბრიშვილის ხელმძღვანელობით დინამოელებმა ორი მატჩი ჩაატარეს, 10 ბურთი გაიტანეს და მხოლოდ ერთი გაუშვეს.
„ბათუმმა“ „სიონს“ 3:0 სძლია, „საბურთალომ“ კი „სამგურალს“ – 3:1.
ლიდერი „ბათუმი“ კვლავ 6 ქულით უსწრებს უშუალო მდევარ „დინამოს.“