ფეხბურთი

22:25 | 25.06.2022 | ნანახია [] - ჯერ

მოურინიუ: „ყველგან ყოველთვის სწრაფად ვიმარჯვებდი“

„რომას“ მთავარმა მწვრთნელმა, ჟოზე მოურინიუმ, ჟურნალისტებს აუხსნა, რატომ აღწევდა ყველა ქვეყანაში წარმატებას მოკლე დროში.

„პორტუგალიაში, ინგლისში, იტალიაში, ესპანეთში, ყველგან სწრაფად ვიმარჯვებდი. არ მჭირდებოდა ტიტულის მოსაგებად ხუთი წელიწადი. წარმატებისთვის ერთი, მაქსიმუმ ორი სეზონი მყოფნიდა.

ალბათ იმიტომ, რომ ვცდილობდი გუნდისთვის, ფეხბურთლებისთვის გამეგო. ყოველთვის ვსწავლობდი. მინდოდა მაქსიმუმი გამომეწურა არსებული განსხვავებებიდან. პრაქტიკაში გამომეყენებინა ჩემი იდეები, ისე, რომ არ შემელახა ადგილობრივი კოლორიტი და თამაშისადმი მიდგომა.“ - ციტირებს პორტუგალიელი სპეციალისტის სიტყვებს Sky Sports.

შეგახსენებთ, რომ გასულ სეზონში მოურინიუმ, „რომასთან“ ერთად კონფერენს ლიგის პირველ გათამაშებაში გაიმარჯვა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112912