ფეხბურთი

21:55 | 25.06.2022 | ნანახია [] - ჯერ

„ბათუმმა“ „დინამოს“ 9 ქულით გაუსწრო, „სამგურალი“ ზედიზედ მეორედ დამარცხდა

შაბათს კრისტალბეტ ეროვნული ლიგის მე-19 ტურის კიდევ სამი შეხვედრა იმართება.

ორი უკვე დასრულდა. ლიდერმა „ბათუმმა“ ფლეი აუტის ზონაში მყოფი „სიონი“ იწვია და 3:0 მოუგო. თუმცა პირველ ტაიმში ბოლნისელებმა ყოჩაღად ითამაშეს და მრისხანე მეტოქეს გოლი არ გაატანინეს.

მეორეში ჯერ ზურიკო დავითაშვილმა შეაგდო, ბოლო წუთებზე კი ჯოვინო ფლამარიონმა დუბლი მიითვალა, ჯამში 13 გოლი მოუგროვდა და კვლავ დამაჯერებლად ლიდერობს ბომბარდირთა დავას.

„ბათუმმა“ 9 ქულით გაუსწრო უშუალო კონკურენტ „დინამოს,“ რომელიც ამ წუთებში „ტორპედოს“ მასპინძლობს.

„საბურთალომ“ „სამგურალს“ უმასპინძლა და 3:1 დაამარცხა. ანგარიში საბურთალოელმა გიორგი გოჩოლეიშვილმა გახსნა მე-4 წუთზე. 25-ზე წყალტუბოელთა ბრაზილიელმა, ჯეფერსონ ჯერლადომ გაათანაბრა. ბოლოსკენ კი მასპინძლებმა იძალეს და ორი წუთის ინტერვალში ორჯერ დაამწუხრეს სტუმრები. თავი ჯერ ხორვატმა ბენედიკ მოიჩმა, შემდეგ კი ირაკლი სიხარულიძემ გამოიჩინეს.

„სამგურალმა“ ზედიზედ მეორე მატჩი წააგო და მესამე ადგილი „დილას“ დაუთმო.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.119699