ფეხბურთი

17:40 | 25.06.2022 | ნანახია [] - ჯერ

ბერლუსკონი: "მონცას" სერია A-ში გადაყვანა, "მილანში" ჩემს ყველა წარმატებას აღემატება"

„მონცას“ პრეზიდენტმა სილვიო ბერლუსკონიმ განაცხადა, რომ ამ კლუბის სერია A-ში აღზევებით მიღებული ემოცია მისთვის უფრო ძლიერია, ვიდრე „მილანში“ მიღწეული ნებისმიერი წარმატება.

მოგეხსენებათ, ბერლუსკონის პერიოდში „მილანი“ მსოფლიოს გამორჩეული კლუბი იყო და ჩემპიონთა ლიგა ხუთჯერ მოიგო, თუმცა იტალიელისთვის ეს წარმატებები „მონცას“ წარმატებამ გადაფარა.

„მილანის“ წყალობით ახლაც მსოფლიოში ყველაზე წარმატებული და გამარჯვებული პრეზიდენტი ვარ. თუმცა, ამჯერად, ადრიანო გალიანისთან ერთად, რომელმაც 3 წლის წინ დამარწმუნა, რომ ეს ახალი გამოწვევა მიგვეღო სერია C-ში, რაღაც საოცარ შედეგს მივაღწიეთ.

ისეთი პრესტიჟული ქალაქი, როგორიც მონცაა, პირველად გადავიყვანეთ სერია A-ში. ახლა ჩემი მიზანია, რომ დიდ კლუბებს თანაბრად ვეთამაშოთ. იცით, რომ „მილანთან“ ერთად ყველაფერი მოვიგე, მაგრამ ემოცია, რომელიც „მონცას“ სერია A-ში აღზევებით დამეუფლა და იმ დღეებში იგრძნობოდა, როცა მთელი ქალაქი ერთმანეთს ეხუტებოდა, რაღაც უნიკალური იყო. მოგეხსენებათ, „მილანთან“ როგორ ვარ დაკავშირებული, მაგრამ „მონცაში“ მიღწეული ეს წარმატება „როსონერიში“ მიღწეულ ნებისმიერ წარმატებას აღემატება“, - თქვა ბერლუსკონიმ.

შეგახსენებთ, რომ სილვიო ბერლუსკონიმ „მონცა“ მაშინ შეიძინა, როდესაც კლუბი სერია C-ში თამაშობდა, მაგრამ პატარა კლუბი ჯერ სერია B-ში გადაიყვანა, ხოლო შემდეგ სერია A-ში, სადაც „მონცა“ ისტორიაში პირველად ითამაშებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111054