ფეხბურთი

13:27 | 25.06.2022 | ნანახია [] - ჯერ

ჩეფერინმა კლოპს უპასუხა: "ისინი წუწუნებენ, მაგრამ რა უნდა თქვას ქარხნის მუშამ, რომლის ხელფასი ათასი ევროა"

უეფას პრეზიდენტმა ალექსანდერ ჩეფერინმა პეპ გვარდიოლასა და იურგენ კლოპს უპასუხა, რომლებიც გადატვირთულ კალენდარს აკრიტიკებენ. სლოვენიელმა განაცხადა, რომ თამაშების რაოდენობის შემცირება ხელფასის შემცირებას გამოიწვევს, ამაზე თანახმა კი არც მწვრთნელები და არც ფეხბურთელები არ არიან.

„ყველას ევროთასებზე მეტი მატჩის თამაში უნდა, არავინ არაფერს თმობს. კლუბები ითხოვენ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე 10 თამაშს, ამიტომ, ჩავთვალეთ, რომ 8 მატჩის ჩატარება ყველაზე სწორი იქნება. შიდა ჩემპიონატები უფრო სწორი იქნებოდა 18-გუნდიანი რომ იყოს, მაგრამ ისინი არ გვეთანხმებიან.

გვარდიოლას და კლოპის წუწუნი ბევრ თამაშზე? ადვილია ფიფასა და უეფაზე თავდასხმა და შეტევა, მაგრამ საუბარი კიდევ უფრო მარტივია. თუ ნაკლებს თამაშობ, ხელფასიც გიმცირდება, ეს კი არავის უნდა. თუ ისინი წუწუნებენ, მაშინ რაღა უნდა თქვას ქარხნის მუშამ, რომელსაც ხელფასი თვეში ათასი ევრო აქვს.

უეფაში მონოპოლია არასდროს ყოფილა, ყველა თავისუფალია. თუ ვინმეს სხვა ტურნირის შექმნა სურს, ჩვენთან ვერ ითამაშებს, ეს ლოგიკურია. სუპერლიგის პროექტი უკვე მკვდარია, მხოლოდ სამ გაბრაზებულ ადამიანს ვხედავ, რომლებიც საქმის სასამართლოში წაღებას ცდილობენ, მაგრამ ეს საკითხი უკვე დახურულია.

ვიდეორეფერის ჩელენჯი? არ არის საჭირო, ეს დაბნეულობას გამოიწვევს. ჩელენჯმა შეიძლება გამოიწვიოს თამაშის ხშირი გაჩერება და დროის დაკარგვას აზრი არ აქვს“, - თქვა ჩეფერინმა.

0.114274