ფეხბურთი

12:23 | 25.06.2022 | ნანახია [] - ჯერ

"დინამო თბილისმა" "ლოკომოტივის" ყოფილი ფეხბურთელი დაიმატა

„დინამო თბილისმა“ მაროკოელი ფეხბურთელი ულად-ომარ იმრანი დაიმატა. ინფორმაცია დედაქალაქურმა კლუბმა ოფიციალურად დაადასტურა.

იმრანი მიმდინარე წლის თებერვლიდან ვოლგოგრადის „როტორში“ ირჯებოდა და თბილისურ კლუბს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა. მან რუსულ კლუბში 10 მატჩში 1 გოლის გატანა და 2 საგოლე პასის გაკეთება მოახერხა.

აღსანიშნავია, რომ იმრანი კარგად იცნობს ქართულ ფეხბურთს, რადგან „როტორამდე“ 2020-2022 წლებში თბილისის „ლოკომოტივში“ თამაშობდა (50 მატჩი, 13 გოლი, 9 საგოლე პასი). "ლოკომოტივში" იმრანი სწორედ გიორგი ჭიაბრიშვილის ხელმძღვანელობით თამაშობდა, რომელიც ახლა "დინამო თბილისის" მწვრთნელია.

24 წლის ფეხბურთელს თავის დროზე ნიდერლანდებში, სლოვაკეთსა და რუმინეთში აქვს ნათამაშები, მათ შორის, „ტრენჩინისა“ და „დენ ბოსხის“ ფეხბურთელი იყო. იმრანი ნიდერლანდების და მაროკოს მოქალაქეა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113764