სხვა

2:42 | 25.06.2022 | ნანახია [] - ჯერ

ლედეცკიმ ბუდაპეშტში მეოთხე ოქროს მედალი მოიპოვა

ოლიმპიური თამაშების და მსოფლიოს მრავალგზის ჩემპიონმა, ამერიკელმა კეიტი ლედეცკიმ, ბუდაპეშტში მიმდინარე ცურვის მსოფლიო ჩემპიონატზე, მეოთხე ოქროს მედალი მოიპოვა. ამჯერად ის საუკეთესო იყო 800 მეტრზე თავისუფალ სტილში. ადგილობრივმა ფავორიტმა კრისტოფ მილაკმა კი მეორე ოქროს მედალი მოიპოვა, ამჯერად 100 მეტრზე ბატერფლაიში.

ლედეცკის (ფოტოებზე) აუზში ბადალი არ ჰყავდა. მან 10 წამზე მეტით აჯობა მეორეზე გასულ ავსტრალიელ კაია მელვერტონს. ეს მის მიერ მსოფლიო ჩემპიონატებზე მოპოვებული მე-19 ოქროს მედალია, რითაც უკან ჩამოიტოვა რაიან ლოხტე. თუმცა მაიკლ ფელპსის ყველა დროის რეკორდამდე ჯერ 7 ოქროს მედალი უკლია.

„ეს უბრალოდ, იმის შრომის შედეგია, რასაც წლიდან წლამდე ვაკეთებ. ლონდონში მსურდა, რომ ერთჯერადი გაბრწყინება არ მქონოდა. მას შემდეგ ათღი წელი გავიდა და მე ისევ ფორმაში ვარ“, - განაცხადა ლედცკიმ, ვისთვისაც ეს მსოფლიო ჩემპიონატებზე, 800-მეტრიან დისტანციაზე მოპოვებული მეხუთე ოქროა. მისი პირველი გაელვება ლონდონის 2012 წლის ოლიმპიადაზე შედგა, სადაც 15 წლისამ, ერთი ოქრო მოიპოვა და ისიც 800 მეტრზე თავისუფალში.

მილაკმა თავისი კამპანია იმით დაიწყო, რომ 200 მეტრზე ბატერფლაიში, მსოფლიო რეკორდით გაიმარჯვა. ამჯერად რეკორდი არ დაუმყარებია, მაგრამ ას მეტრზეც შეუდარებელი იყო. მას 0.8 წამით ჩამორჩა მეორეზე გასული იაპონელი ნაოკი მიზუნუმა.

შვედი სარა სიოსტრომი 50 მეტრზე ბატერფლაიში კვლავ შეუდარებელი იყო და მან ამ დისტანციაზე, მსოფლიო ჩემპიონის წოდება მეოთხედ მოიპოვა. სულ კი მას მსოფლიო ჩემპიონტებზე 18 ინდვიდუალური მედალი აქვს მოპოვებული. 28 წლის სიოსტრომმა უკან ჩამოიტოვა ფრანგი მელანი ჰენიკი და ჩინელი ჟან იუფეი.

ქალთა შორის 200 მეტრზე გულაღმა ცურვაში, დრამა გათამაშდა. თითქმის მთელი დსტანციის განმავლობაში, წინ ამერიკელი ფოებ ბეიკონი იყო, მაგრამ კედელთან მას ავსტრალიელმა კეილი მაკკეონმა 0.04 წამით მიასწრო.

შერეულ სქესთა 4x100 მეტრზე თავისუფალი სტილით ესტაფეტაში, ავსტრალიელებმა (3:19.38) მსოფლიო რეკორდით გაიმარჯვეს. მათ 0.02 წამით გააუმჯობესეს წინა რეკორდი, რომელიც ამერიკელებს ეკუთვნოდათ. ოქროს მედლებს დაეუფლნენ: ჯეკ კარტრაიტი, კაილი ჩალმერსი, მედისონ უილსონი და მოლი ო’კალაჰანი.

ბუდაპეშტში ბრიტანეთს პირველი ოქროს მედალი მოუპოვა ბენჯამინ პრაუდმა, ვინც მამაკაცთა შორის 50 მეტრზე თავისუფალ სტილში გაიმარჯვა.

0.143087