„მონპელიე“, რომლის ღირსებას ქართველი მორაგბეები გელა აფრასიძე და მიხეილ ნარიაშვილი იცავენ, საფრანგეთის ჩემპიონი გახდა.
TOP 14-ის ფინალში „სტად დე ფრანსზე“ „მონპელიემ“ „კასტრი“ 29:10 დაამარცხა. აღსანიშნავია, რომ „კასტრშიც“ ირჯება ქართველი მორაგბე - ლევან ჩილაჩავა. ქართველები ძირითად შემადგენლობაში არ იყვნენ, მაგრამ მეორე ტაიმში მოედანზე გამოჩნდნენ.
ჩილავაჩავამ 52-ე წუთიდან ითამაშა, აფრასიძემ კი 58-ე წუთიდან. ტრავმის გამო ფინალში არ უთამაშია ნარიაშვილს. აღსანიშნავია, რომ ნახევარფინალში „მონპელიეს“ აფრასიძემ 6 ქულა შესძინა და ფინალში მისი გუნდის გასვლაში დიდი წვლილი შეიტანა.
აქვე გეტყვით, რომ „მონპელიე“ საფრანგეთის ჩემპიონი ისტორიაში პირველად გახდა.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
ჩილაჩავა ნაკრებში რატომ არ არის? ბევრი გვყავს ამ დონის მოთამაშე?
მის დონესთან ახლოსაც არ არის არავინ 3 ნომერზე მაგრამ რათგინდა არავინ არ ეძახის ნაკრებში