ფეხბურთი

0:41 | 25.06.2022 | ნანახია [] - ჯერ

"მანჩესტერ სიტი" "ლიდსის" ნახევარმცველს დაიმატებს

„მანჩესტერ სიტი“ „ლიდს იუნაიტედის“ ნახევარმცველ კალვინ ფილიპსს დაიმატებს. ინფორმაცია ფაბრიციო რომანომ გაავრცელა.

იტალიელი ინსაიდერის ცნობით, მხარეებს შორის ყველა დეტალზე შეთანხმება მიღწეულია და ტრანსფერი გადაწყვეტილია. ფილიპსს პეპ გვარდიოლასთან მუშაობა სურდა, რის გამოც ყველა სხვა კლუბის შეთავაზება უარყო.

„მანჩესტერ სიტისთვის“ ფილიპსი მიმდინარე ზაფხულს ერლინგ ჰოლანდის შემდეგ მეორე შენაძენი იქნება და მისი ტრანსფერი 50 მილიონი გირვანქა სტერლინგი დაუჯდება.

კალვინ ფილიპსი „ლიდსის“ აღზრდილია და მთავარ გუნდში 2015 წლიდან თამაშობდა. ამ პერიოდში 26 წლის ინგლისელმა 234 შეხვედრაში 14 გოლი გაიტანა. ის ინგლისის ნაკრებიც ფეხბურთელიცაა, რომლის მაისურით 2020 წლიდან დღემდე 23 მატჩი ჩაატარა.

0.113272